ანგო!!! ცეკვა ცეცხლოვანი მუსიკის ფონზე რომელსაც მთელი სხეულით შეიგრძნობ, რომელიც მთლიანად ცეცხლის ალშია გახვეული. არ არსებობს ადმაიანი, რომელსაც ტანგოს ცეკვის ყურებისას გული არ აუჩქარდებდა, სუნთქვა არ შეეკვრება და რომლის ცეკვის დროსაც სხეულს არ დაუთმობს მის რითმებს…
ტანგო ჩამოყალიბდა ბუენოს აირესში, არგენტინა და მონტევიდეოში, ურუგვაი. ევროპელი ემიგრანტების, ძირითადად იტალიელი, ფრანგი და ესპანელი ხალხის კულტურისა და ტემპერამენტის შერწყმით. სახელწოდება ტანგო აგრეთვე აფრიკული წარმოშობისაა და ნიშნავს სხვადასხვა მუსიკალური ჟანრების შერწყმით მიღებულ მუსიკას.პირველად სიტყვა ტანგო ცეკვასთან მიმართებაში 1890 წელს გამოიყენეს . დროთა განმავლობაში ტანგო სულ უფრო მეტ პოპულარობას იხვეჭდა. თავიდან ეს ცეკვა ეგრეთ წოდებული “ბინძური ცეკვების” ნუსხაში შედიოდა და ამიტომაც იგი მიღებელი იყო საზოგადოების მაღალი ფენებისთვის და დიდებული ევროპისთვის,მაგრამ ამ ცეკვამ მალე მოხიბლა ხალხი, მისი პოპულარობა თანდათან იზრდებოდა სანამ მთელს მსოფლიოს არ მოედო. თავიდან არსებობდა მხოლოდ ტანგო ქრიოლო ანუ უბრალოდ ტანგო,შემდგომში იგი დაიხვეწა, განვითარდა და დღეისთვის მისი მრავალი სტილია ცნობილი: მათ შორის არგენტინული ტანგო, ურუგვაული ტანგო, ფინური ტანგო და საბალეტო ტანგო (ამერიკა და საერთაშორისო სტილი ). თუმცაღა ორიგინალური ტანგო უფრო ახლოსაა არგენტინულ და ურუგვაული ტანგო. ეს ცეკვა გავრცელებულია 1910–იან წლებში. მსოფლიოში გავრცელებულია როგორც სალონური და ესტრადული ცეკვა. მუსიკალური ზომა 2/4, ტემპი – ზომიერი. XX საუკუნის ათიან წლებში ბუენოს_აირესელი და მონტევიდეოელი ოცეკვავეები და ორკესტრები გაემგზავრნენ ევროპაში. ტანგოს პირველი ჩვენება პარიზში ,შემდეგ ლონდონში , ბერლინსა და სხვა ქალაქებში გაიმართა. 1913 წლის დასასრულს ცეკვა ნიუ-იორკში _ შეერთებულ შტატებში მოხვდა . ა.შ.შ. _ ში სიტყვა ტანგო 1911 წლისთვის უკვე ასოცირდებოდა ცეკვებთან რომელთა რტმიც 2/4 ან 4/4 "ერთი ნაბიჯი" იყო. ზოგჯერ ტანგოს საკმაოდ ჩქარ ტემპშიც ცეკვავდნენ. ამ ხანას ტანგოს ჩრდილოამერიკულ პეროდასაც უწოდებენ .
1930-1950_ იანი წლებისთვის გამეფებული დიდი დეპრესიის მიუხედავად, ეს პერიოდი ტანგოს "ოქროს ხანად"იქცა. ჩამოყალიბდა უამრავი ანსამბლი რომელთა შემადგენლობაშიც შედიოდნენ ნიჭიერი და პერსპექტიული კომპოზიტორები და ტანგოს შემსრულებლები, რომელთა შემოქმედებაც დღეს კლასიკადაა აღიარებული. ანიბალ ტრიო, ოსვალდო პუგლიეზე, ასტორ პიაზოლა და სხვა მრავალი. ტანგოს ხელახლა დაბადებად 1983 წელია მიჩნეული, როცა ნიუ_ იორკში გაიხსნა შოუ ახელწოდებით 'forever Tango:. ამ ჩვენებებმა რევოლუცია მოახდინეს მთელ მსოფლიოში და ხალხმა მასობრივად დაიწყო ტანგოს გაკვეთლებზე სიარული.
No comments:
Post a Comment