თანამედროვე სამბის დაბადების თარიღად 1956 წელი ითვლება. იგი ბრაზიული წარმოშობის არ არის, როგორც ალბათ ბევრს ჰგონია. სამბა აფრიკული ცეკვებისგან წარმოიქმნა. ბრაზილიაში მე-16 საუკუნუში ანგოლიდან და კონგოდან მონების დიდი გადინება დაიწყო. მათ ბრაზილიაში ჩაიტანეს ცეკვები – კატარეტე, ემბოლაბა და ბეტუქუე. ცეკვის ეს სახეობები ევროპაში მაშინვე აიკრძალა, რადგან იგი აშკარა ეროტიკული ხასიათის იყო. ბრაზილიელებმა ამ სამი ცეკვიდან საუკეთესო მომენტები აირჩიეს და გააერთიანეს. 1830 წელს შექმნეს ცეკვა – ლუნდუ, რომელიც შემდგომში სამბად იქცა. რიო-დე-ჟანეიროს ელიტურმა საზოგადოებამ ლუნდუ ცენზურაში გაატარა და ზემბა უწოდა. დროთა განმავლობაში ზემბა სამბად გადიქცა, რაც ბრაზილიურად ზანგი მამაკაცისა და ბრაზილიელი ქალის შვილს ანუ მულატს ნიშნავს.დროთა განმავლობაში ბრაზილიურმა სამბამ ევროპაში შეაღწია. 1950 წელს ამ ცეკვით თავად ბრიტანეთის პრინცესა მარგარეტიც დაინტერესდა. დღეისათვის სამბა ყველა ქვეყნის სამეჯლისო ცეკვებშია შეტანილი.მას მეორენაირად სამხრეთ ამერიკულ ვალსსაც უწოდებენ. სწორედ სამბიდან წამოვიდა ცეკვები – ლამბადა და მაკარენა.
სამბას დღესასწაული რიო დე ჟანეიროს კარნავალს ემთხვევა. ერთი კვირის განმავლობაში ბრაზილიაში ყველა თეძოებს არხევს. ეს სამბას დამახასიათებელი მოქმედებაა. ცეკვის ეს სახეობა ადამიანებს აძლევს ვნებიანი ფლირტის შესაძლებლობას. სამბას სიყვარულისა და სექსის ველური ჟინი ახასიათებს. ეს თუ არ შეიმჩნევა ცეკვაში, სამბა თავის ბრწყინვალებას კარგავს.
ცეკვის ამ სახეობის მსურველებმა მხოლოდ ერთი რამ უნდა გაითვალისწინონ: აყვნენ ჟინს, დაემორჩილონ სექსულაურ ინსტიქტებს და მკერდი და თეძოები რაც შეიძლება მეტად არხიონ. სამბაში მთავარი აქცენტი ქალზე კეთდება. მან ისე უნდა ამოძრაოს თავისი სხეულის ნაწილები, რომ კაცს მისი დაპყრობის ანუ ცეკვის სურვილი გაუჩნდეს.

No comments:
Post a Comment