Sunday, June 3, 2012

რუმბა

რუმბაც აფრიკული ტომების რიტუალური ცეკვაა. აქ აქცენტი კეთდება არა ფეხებზე, არამედ სხეულის მოძრაობაზე. რუმბა მე-19 საუკუნეში ჰავანაში დაიბადა. სახელწოდება მომდინარეობს პოპულარული ცეკვა რუმბოსოსგან. სიტყვა ”რუმბო” ესპანურად გზას ნიშნავს. საერთო ჯამში, მას სულის გზას უწოდებდნენ. ცეკვას აქვს 2 სახეობა – ესპანური და აფრიკული. რუმბას სექსუალურ პანტომიმასაც უწოდებენ. ამ ცეკვას კუბაში დღემდე ცეკვავენ ახალდაქორწინებულები.

თანამედროვე რუმბას დაბადების წლად 1913 წელი ითვლება. ამ პერიოდში ცეკვამ დატოვა კუბის ტერიტორია და ევროპის ელიტურ სალონებში გადავიდა. 1925 წლამდე ნიუ ორკში ამ ცეკვას საერთოდ არ აღიარებდნენ, მაგრამ კანონის მიღებისთანავე რუმბაბ ნიუ ორკის ღამის კლუბები დაიპყრო.

რუმბას თავისებურება ქალისა და მამაკაცის თავშეკავებული ალერსია. ცეკვაში არის მომენტი, როდესაც ქალი მამაკცს ტოვებს ანუ ჯერ მოხიბლავს მას, შემდეგ მიატოვებს და სხვისკენ გარბის. საბოლოოდ ყველაფერი მაინც მამამაკაცის გამარჯვებით მთავრდება

No comments:

Post a Comment