Monday, June 4, 2012

რომელ დაავადებებს კურნავს ცეკვა

სალსა, ვალსი, ფოქსტროტი....


არსებობს უამრავი საცეკვაო სკოლა. შეგიძლიათ ის აარჩიოთ, რაც ტემპერამენტით უფრო მოგიხდებათ და სარგებელი უზარმაზარი იქნება. ცეკვის არჩევა თერაპევტული მიზნის მიხედვითაც შეიძლება.
სტილი ”ლათინო” დღეს ძალიან პოპულარია. მამბა, რუმბა, ჩა-ჩა-ჩა, სალსა - ნებისმიერ წვეულებაზე ყურადღების ცენტრში მოგაქცევთ. ფიგურასაც მალე შეეტყობა, რადგან მოძრაობების განსაკუთრებულობა ისაა, რომ ცეკვაში ჩართულია მენჯის კუნთები და თეძოები. შედეგად — მენჯისა და თეძოების სახსრები ვარჯიშდება, უმჯობესდება სისხლის მიმოქცევა მცირე მენჯის არეალის ორგანოებში, ხდება გინეკოლოგიური და სექსუალური დარღვევების, ხერხემლის სარტყლის მონაკვეთის დაავადების პროფილაქტიკა. ლათინური ცეკვები ადვილად უმკლავდება დეპრესიას.
ფლამენკო კარგია ოსტეოქონდროზის სამკურნალოდ. მეცადინეობების დროს დიდი ყურადღება ეთმობა ტანის დაჭერას. ეს ამაგრებს წელის კუნთებს, აყალიბებს მეფურ დგომას, ხსნის გულმკერდს და მხრებს.

ფოქსტროტი ალცჰეიმერის ავადმყოფობის გაჩენას აფერხებს, რაც ამერიკელი მეცნიერების კვლევებით დასტურდება. განსაკუთრებით სასარგებლოა ხანდაზმული ადამიანებისთვის.
ვალსი — ყველაზე ნაზი და რომანტიკული ცეკვა. მისი შესრულება ნერვულ სისტემას აძლიერებს, დადებითად ზემოქმედებს ტვინის მუშაობაზე, ავარჯიშებს ვესტიბიულარულ აპარატს და ღრმა ჰარმონიისა და კმაყოფილების გრძნობა მოაქვს.



No comments:

Post a Comment