Sunday, June 3, 2012

ვალსი

ვალსის დაბადების თარიღი XVIII საუკუნის 80-იანი წლებია. ეს ცეკვა გაჩენის დღიდან არისტოკრატიული იყო. მისი დაბადების ადგილად ვენა ითვლება. ვალსის რამდენიმე სახეობა არსებობს – ნელი და სწრაფი, ინგლისური და ვენური. არსებობს გერმანული და ფრანგული ვალსებიც.ცეკვის ამ სახეობამ პოპულარობა მე-19 საუკუნეში ჰპოვა, შტრაუსის მუსიკის თანხლებით.

ვალსის ტიპის ნელი ცეკვები 1559 წლიდან იღებს სათავეს. თავდაპირველად ამ ცეკვას ვოლტა ერქვა,რომელიც იტალიურად მოსახვევს ნიშნავს. მე-16 სუკუნეში ვოლტა უკვე დას. ევროპის სალონური ცეკვების ლიდერი გახდა, ხოლო როდესაც შტრაუსმა ვალსის მუსიკა შექმნა, ვოლტა ყველამ დაივიწყა. არისტოკრატიულ წრეებში შტრაუსის ვენის ვალსი ყველაზე პრესტიჟული გახდა. იგი სამეფო ოჯახებმა აიტაცეს, რასაც მაღალი წრის ოჯახებმაც მიბაძეს. 1812 წელს შეიქმნა გერმანული ვალსი, რომლის შექმნასაც ლორდ ბაირონს უკავშირებენ, მისი მეუღლე წერდა : ”ნამდვილი ჯენტლმენი ქალს ნაზად უნდა ეპყრობოდეს, ხელი ფაქიზად უნდა მოკიდოს. ჩემმა ქმარმა ქალთან ურთიერთობა კარგად იცის, ამიტომაც შექმნა გერმანული ვალსი”.

ეს ცეკვა ქალიშვილებისთვის მისაღები იყო, რადგან მათ რეპუტაციას ვალსის ცეკვისას არაფერი ემუქრება. დღეისათვის ვენური ვალსი შედარებით სწრაფი გახდა, რაშიც დამნაშავე თანამედროვე მუსიკის გავლენაა

No comments:

Post a Comment