Wednesday, June 6, 2012

ტანგო

ანგო!!! ცეკვა ცეცხლოვანი მუსიკის ფონზე რომელსაც მთელი სხეულით შეიგრძნობ, რომელიც მთლიანად ცეცხლის ალშია გახვეული. არ არსებობს ადმაიანი, რომელსაც ტანგოს ცეკვის ყურებისას გული არ აუჩქარდებდა, სუნთქვა არ შეეკვრება და რომლის ცეკვის დროსაც სხეულს არ დაუთმობს მის რითმებს…

ტანგო ჩამოყალიბდა ბუენოს აირესში, არგენტინა და მონტევიდეოში, ურუგვაი. ევროპელი ემიგრანტების, ძირითადად იტალიელი, ფრანგი და ესპანელი ხალხის კულტურისა და ტემპერამენტის შერწყმით. სახელწოდება ტანგო აგრეთვე აფრიკული წარმოშობისაა და ნიშნავს სხვადასხვა მუსიკალური ჟანრების შერწყმით მიღებულ მუსიკას.პირველად სიტყვა ტანგო ცეკვასთან მიმართებაში 1890 წელს გამოიყენეს . დროთა განმავლობაში ტანგო სულ უფრო მეტ პოპულარობას იხვეჭდა. თავიდან ეს ცეკვა ეგრეთ წოდებული “ბინძური ცეკვების” ნუსხაში შედიოდა და ამიტომაც იგი მიღებელი იყო საზოგადოების მაღალი ფენებისთვის და დიდებული ევროპისთვის,მაგრამ ამ ცეკვამ მალე მოხიბლა ხალხი, მისი პოპულარობა თანდათან იზრდებოდა სანამ მთელს მსოფლიოს არ მოედო. თავიდან არსებობდა მხოლოდ ტანგო ქრიოლო ანუ უბრალოდ ტანგო,შემდგომში იგი დაიხვეწა, განვითარდა და დღეისთვის მისი მრავალი სტილია ცნობილი: მათ შორის არგენტინული ტანგო, ურუგვაული ტანგო, ფინური ტანგო და საბალეტო ტანგო (ამერიკა და საერთაშორისო სტილი ). თუმცაღა ორიგინალური ტანგო უფრო ახლოსაა არგენტინულ და ურუგვაული ტანგო. ეს ცეკვა გავრცელებულია 1910–იან წლებში. მსოფლიოში გავრცელებულია როგორც სალონური და ესტრადული ცეკვა. მუსიკალური ზომა 2/4, ტემპი – ზომიერი. XX საუკუნის ათიან წლებში ბუენოს_აირესელი და მონტევიდეოელი ოცეკვავეები და ორკესტრები გაემგზავრნენ ევროპაში. ტანგოს პირველი ჩვენება პარიზში ,შემდეგ ლონდონში , ბერლინსა და სხვა ქალაქებში გაიმართა. 1913 წლის დასასრულს ცეკვა ნიუ-იორკში _ შეერთებულ შტატებში მოხვდა . ა.შ.შ. _ ში სიტყვა ტანგო 1911 წლისთვის უკვე ასოცირდებოდა ცეკვებთან რომელთა რტმიც 2/4 ან 4/4 "ერთი ნაბიჯი" იყო. ზოგჯერ ტანგოს საკმაოდ ჩქარ ტემპშიც ცეკვავდნენ. ამ ხანას ტანგოს ჩრდილოამერიკულ პეროდასაც უწოდებენ .

1930-1950_ იანი წლებისთვის გამეფებული დიდი დეპრესიის მიუხედავად, ეს პერიოდი ტანგოს "ოქროს ხანად"იქცა. ჩამოყალიბდა უამრავი ანსამბლი რომელთა შემადგენლობაშიც შედიოდნენ ნიჭიერი და პერსპექტიული კომპოზიტორები და ტანგოს შემსრულებლები, რომელთა შემოქმედებაც დღეს კლასიკადაა აღიარებული. ანიბალ ტრიო, ოსვალდო პუგლიეზე, ასტორ პიაზოლა და სხვა მრავალი. ტანგოს ხელახლა დაბადებად 1983 წელია მიჩნეული, როცა ნიუ_ იორკში გაიხსნა შოუ ახელწოდებით 'forever Tango:. ამ ჩვენებებმა რევოლუცია მოახდინეს მთელ მსოფლიოში და ხალხმა მასობრივად დაიწყო ტანგოს გაკვეთლებზე სიარული.

სალსა

სალსა არამარტო გემრიელი სოუსია, არამედ საკმაოდ “გემრიელი” ლათინოამერიკული ცეკვაც. მისი შესწავლა უსასრულოდ შეიძლება, რადგან ყოველთვის ახალი ტექნიკის ათვისებისას ახალ, უცნობ საზღვრებს აღმოაჩენთ.

სალსამ შეითვისა მთელი ლათინური ამერიკის რიტმები, თუმცა მისი ძირითადი ფესვები აფრიკაშია. ისინი დღემდე განმსაზღვრელია სალსაში. ამერიკაში სალსა ემიგრანტების მუსიკასა და კულტურასთან ერთად მოხვდა და თანდათან გადაიქცა მოდურ ცეკვად. ჯაზთან შერეულმა სალსის მელოდიებმა დაიპყრო მსოფლიო. დღეს სალსის ცეკვა ნამდვილად მოდურია.

სალსა იყოფა სამ ძირითად სტილად:სტილი New York ანუ “ორზე“, სტილი Los Angeles ანუ “ერთზე“, სტილი Cuban ანუ “კასინო“. სტილები განსხვავდება ნაბიჯების ნახაზით. სხვადასხვა სტილში ხაზგასმულია სხვადასხვა მუსიკალური აქცენტები, შესაბამისად წყვილის დინამიკაც.

შესაძლებელია სალსის მსგავსი სხვა ლათინოამერიკული ცეკვების შესწავლაც: ბაჩატა, ჩა-ჩა-ჩა, რეგეტონი. ბაჩატა – ყველაზე რომანტიკული, კლუბური ლათინოამერიკული ცეკვაა, რომელიც გაჩნდა დომინიკის რესპუბლიკაში. რეგეტონი – მუსიკალური სტილია, რომელიც გაჩნდა 90-იან წლებში ჰიპ-ჰოპის, რეგის და ლათინო-ამერიკული ბომბის, პლენის, მერენგის და ბაჩატას შერევით.

ყველაზე მეტად ის განვითარდა პუერტო-რიკოში. რეგეტონმა, როგორც ცეკვამ შეითავსა ლათინო-ამერიკული ცეკვების და ჰიპ-ჰოპის ელემენტები. მას ახასიათებს გამოკვეთილი სექსუალური მოძრაობები.



სანამ სალსის შესწავლას გადაწყვეტთ, გაითვალისწინეთ, რომ სალსა წყვილების ცეკვაა. პარტნიორების ურთიერთქმედება მისი მნიშვნელოვანი შემადგენელია. სალსა მიეკუთვნება social dance ჯგუფს, მისი სწავლისას ხდება პარტნიორების ცვლა, რის გამოც ნებისმიერ დისკოთეკაზე შეძლებთ ცეკვას.

მეცადინეობებზე დიდ ყურადღებას აქცევენ ფიზიკურ მომზადებას, შეძლებთ სხეულის განვითარებას, მის მოქნილობის გაზრდას, კუნთების მოდუნება-დაჭიმვას საჭირო მომენტში. ამასთან სალსა არამარტო ცეკვა, არამედ ახალ ადამიანებთან ურთიერთობის წყაროცაა. მთავარი კი მუსიკაა, როგორც მას გაიგონებთ, ფეხები თავისით იწყებენ მოძრაობას.

ლათინური ცეკვების შესახებ...

ალბათ ყველას გექნებათ გაგონილი ლათინო ამერიკული ცეკვების შესახებ.. ეს არის მსოფლიოში ერთ ერთი ყველაზე ლამაზი სპორტის სახეობა. ეს ცეკვები გამორჩეულია თავისი რიტმებით, მუსიკით, მოძრაობებით, ვარიაციებით .. მათ შორის ყველაზე ვნებიანი კი არის კუბური ცეკვა „რუმბა“ რომელსაც სიყვარულის ცეკვას უწოდებენ. თავისი ენერგიულობით და რიტმებით კი შეუდარებელია ბრაზილიური „სამბა“.. საქართველოში ეს ცეკვები საკმაოდ პოპულარულია, თუმცა ბევრი ფიქრობს, რომ ქართველ კაცს არ უხდება ესეთი ცეკვების შესრულება, მე პირადად არ ვეთანხმები ამ აზრს, რადგან ვფიქრობ რომ ამ ცეკვების შესრულება დიდი ხელოვნებაა, მოცეკვავე წყვილს შეუძლია „ცეცხლი დაანთოს“ საცეკვაო მოედანზე,,, ლათინო-ამერიკულ ცეკვებს შორის გამორჩეულია : ბრაზილიური-სამბა, კუბური-რუმბა, კუბური-ჩა-ჩა-ჩა, ამერიკული-ჯაივი და ესპანური პასადობლი. ასევე ყველასათვის საყვარელი ცეკვაა არგენტინული „ტანგო“..

Monday, June 4, 2012

რომელ დაავადებებს კურნავს ცეკვა

სალსა, ვალსი, ფოქსტროტი....


არსებობს უამრავი საცეკვაო სკოლა. შეგიძლიათ ის აარჩიოთ, რაც ტემპერამენტით უფრო მოგიხდებათ და სარგებელი უზარმაზარი იქნება. ცეკვის არჩევა თერაპევტული მიზნის მიხედვითაც შეიძლება.
სტილი ”ლათინო” დღეს ძალიან პოპულარია. მამბა, რუმბა, ჩა-ჩა-ჩა, სალსა - ნებისმიერ წვეულებაზე ყურადღების ცენტრში მოგაქცევთ. ფიგურასაც მალე შეეტყობა, რადგან მოძრაობების განსაკუთრებულობა ისაა, რომ ცეკვაში ჩართულია მენჯის კუნთები და თეძოები. შედეგად — მენჯისა და თეძოების სახსრები ვარჯიშდება, უმჯობესდება სისხლის მიმოქცევა მცირე მენჯის არეალის ორგანოებში, ხდება გინეკოლოგიური და სექსუალური დარღვევების, ხერხემლის სარტყლის მონაკვეთის დაავადების პროფილაქტიკა. ლათინური ცეკვები ადვილად უმკლავდება დეპრესიას.
ფლამენკო კარგია ოსტეოქონდროზის სამკურნალოდ. მეცადინეობების დროს დიდი ყურადღება ეთმობა ტანის დაჭერას. ეს ამაგრებს წელის კუნთებს, აყალიბებს მეფურ დგომას, ხსნის გულმკერდს და მხრებს.

ფოქსტროტი ალცჰეიმერის ავადმყოფობის გაჩენას აფერხებს, რაც ამერიკელი მეცნიერების კვლევებით დასტურდება. განსაკუთრებით სასარგებლოა ხანდაზმული ადამიანებისთვის.
ვალსი — ყველაზე ნაზი და რომანტიკული ცეკვა. მისი შესრულება ნერვულ სისტემას აძლიერებს, დადებითად ზემოქმედებს ტვინის მუშაობაზე, ავარჯიშებს ვესტიბიულარულ აპარატს და ღრმა ჰარმონიისა და კმაყოფილების გრძნობა მოაქვს.



Sunday, June 3, 2012

ვალსი

ვალსის დაბადების თარიღი XVIII საუკუნის 80-იანი წლებია. ეს ცეკვა გაჩენის დღიდან არისტოკრატიული იყო. მისი დაბადების ადგილად ვენა ითვლება. ვალსის რამდენიმე სახეობა არსებობს – ნელი და სწრაფი, ინგლისური და ვენური. არსებობს გერმანული და ფრანგული ვალსებიც.ცეკვის ამ სახეობამ პოპულარობა მე-19 საუკუნეში ჰპოვა, შტრაუსის მუსიკის თანხლებით.

ვალსის ტიპის ნელი ცეკვები 1559 წლიდან იღებს სათავეს. თავდაპირველად ამ ცეკვას ვოლტა ერქვა,რომელიც იტალიურად მოსახვევს ნიშნავს. მე-16 სუკუნეში ვოლტა უკვე დას. ევროპის სალონური ცეკვების ლიდერი გახდა, ხოლო როდესაც შტრაუსმა ვალსის მუსიკა შექმნა, ვოლტა ყველამ დაივიწყა. არისტოკრატიულ წრეებში შტრაუსის ვენის ვალსი ყველაზე პრესტიჟული გახდა. იგი სამეფო ოჯახებმა აიტაცეს, რასაც მაღალი წრის ოჯახებმაც მიბაძეს. 1812 წელს შეიქმნა გერმანული ვალსი, რომლის შექმნასაც ლორდ ბაირონს უკავშირებენ, მისი მეუღლე წერდა : ”ნამდვილი ჯენტლმენი ქალს ნაზად უნდა ეპყრობოდეს, ხელი ფაქიზად უნდა მოკიდოს. ჩემმა ქმარმა ქალთან ურთიერთობა კარგად იცის, ამიტომაც შექმნა გერმანული ვალსი”.

ეს ცეკვა ქალიშვილებისთვის მისაღები იყო, რადგან მათ რეპუტაციას ვალსის ცეკვისას არაფერი ემუქრება. დღეისათვის ვენური ვალსი შედარებით სწრაფი გახდა, რაშიც დამნაშავე თანამედროვე მუსიკის გავლენაა

რუმბა

რუმბაც აფრიკული ტომების რიტუალური ცეკვაა. აქ აქცენტი კეთდება არა ფეხებზე, არამედ სხეულის მოძრაობაზე. რუმბა მე-19 საუკუნეში ჰავანაში დაიბადა. სახელწოდება მომდინარეობს პოპულარული ცეკვა რუმბოსოსგან. სიტყვა ”რუმბო” ესპანურად გზას ნიშნავს. საერთო ჯამში, მას სულის გზას უწოდებდნენ. ცეკვას აქვს 2 სახეობა – ესპანური და აფრიკული. რუმბას სექსუალურ პანტომიმასაც უწოდებენ. ამ ცეკვას კუბაში დღემდე ცეკვავენ ახალდაქორწინებულები.

თანამედროვე რუმბას დაბადების წლად 1913 წელი ითვლება. ამ პერიოდში ცეკვამ დატოვა კუბის ტერიტორია და ევროპის ელიტურ სალონებში გადავიდა. 1925 წლამდე ნიუ ორკში ამ ცეკვას საერთოდ არ აღიარებდნენ, მაგრამ კანონის მიღებისთანავე რუმბაბ ნიუ ორკის ღამის კლუბები დაიპყრო.

რუმბას თავისებურება ქალისა და მამაკაცის თავშეკავებული ალერსია. ცეკვაში არის მომენტი, როდესაც ქალი მამაკცს ტოვებს ანუ ჯერ მოხიბლავს მას, შემდეგ მიატოვებს და სხვისკენ გარბის. საბოლოოდ ყველაფერი მაინც მამამაკაცის გამარჯვებით მთავრდება

ჩა – ჩა – ჩა

1952 წელს ინგლისის სამეჯლისო ცეკვების ოსტატი, პიერ ლაველი, კუბაში ჩავიდა და რუმბას ორიგინალი ვარიანტი იხილა, სადაც ტემპი აჩქარებული იყო.ინგლისში დაბრუნებისას მან სასწარფოდ დაიწყო ამ ცეკვის დახვეწა და იგი სამეჯლისო ცეკვებში შეიტანა. ცეკვის სახელწოდება ესპანური ჩა-ჩა -სგან წამოვიდა , რომელიც ძიძას ნიშნავს. არსებობს კიდევ ერთი ვერსია, თითქოს ჩა-ჩა-ჩა წარმოდგება სიტყვიდან ჩა-ჩარ, რომელიც კოკის(ტოპიკული მცენარის) ფურცლების ღეჭვას ნიშნავს. სხვა ვერსიით, მისი საფუძველი არის სიტყვა ”ჩაი”. ერთი კი უდავოა, რომ თავად ცეკვა სხვა ცეკვების -გუარაჩასა და რუმბასაგან წარმოიშვა.

1954 წელს ჩა-ჩა-ჩას გუერო რიტმის მანბო უწოდეს. სიტყვა მანბო აფრიკული ტომის ერთ-ერთი რელიგიური ლიდერის სახელწოდებაა. ამ ტომის წევრები ღმერთის დღესასწაულზე როკვას იწყებდნენ. მთავარი პრინციპი იყო, რომ ბარაბნის ერთ დარტყმაზე 5 სწრაფი ნაბიჯი გაეკეთებინათ. ეს დღემდე ახასიათებს მანბოს და ჩა-ჩა-ჩას. ცეკვისას წუთში 120 მოძრაობა კეთდება. ცეკვის პერიოდში რაც შეიძლება მეტი ფეხებით ბაკუნია საჭირო. რუმბას მოხიბვლისა და ვნებათაღელვის ცეკვას უწოდებენ, ხოლო ჩა-ჩა-ჩა უკვე ორგიაა.

სამბა

თანამედროვე სამბის დაბადების თარიღად 1956 წელი ითვლება. იგი ბრაზიული წარმოშობის არ არის, როგორც ალბათ ბევრს ჰგონია. სამბა აფრიკული ცეკვებისგან წარმოიქმნა. ბრაზილიაში მე-16 საუკუნუში ანგოლიდან და კონგოდან მონების დიდი გადინება დაიწყო. მათ ბრაზილიაში ჩაიტანეს ცეკვები – კატარეტე, ემბოლაბა და ბეტუქუე. ცეკვის ეს სახეობები ევროპაში მაშინვე აიკრძალა, რადგან იგი აშკარა ეროტიკული ხასიათის იყო. ბრაზილიელებმა ამ სამი ცეკვიდან საუკეთესო მომენტები აირჩიეს და გააერთიანეს. 1830 წელს შექმნეს ცეკვა – ლუნდუ, რომელიც შემდგომში სამბად იქცა. რიო-დე-ჟანეიროს ელიტურმა საზოგადოებამ ლუნდუ ცენზურაში გაატარა და ზემბა უწოდა. დროთა განმავლობაში ზემბა სამბად გადიქცა, რაც ბრაზილიურად ზანგი მამაკაცისა და ბრაზილიელი ქალის შვილს ანუ მულატს ნიშნავს.დროთა განმავლობაში ბრაზილიურმა სამბამ ევროპაში შეაღწია. 1950 წელს ამ ცეკვით თავად ბრიტანეთის პრინცესა მარგარეტიც დაინტერესდა. დღეისათვის სამბა ყველა ქვეყნის სამეჯლისო ცეკვებშია შეტანილი.მას მეორენაირად სამხრეთ ამერიკულ ვალსსაც უწოდებენ. სწორედ სამბიდან წამოვიდა ცეკვები – ლამბადა და მაკარენა.

სამბას დღესასწაული რიო დე ჟანეიროს კარნავალს ემთხვევა. ერთი კვირის განმავლობაში ბრაზილიაში ყველა თეძოებს არხევს. ეს სამბას დამახასიათებელი მოქმედებაა. ცეკვის ეს სახეობა ადამიანებს აძლევს ვნებიანი ფლირტის შესაძლებლობას. სამბას სიყვარულისა და სექსის ველური ჟინი ახასიათებს. ეს თუ არ შეიმჩნევა ცეკვაში, სამბა თავის ბრწყინვალებას კარგავს.

ცეკვის ამ სახეობის მსურველებმა მხოლოდ ერთი რამ უნდა გაითვალისწინონ: აყვნენ ჟინს, დაემორჩილონ სექსულაურ ინსტიქტებს და მკერდი და თეძოები რაც შეიძლება მეტად არხიონ. სამბაში მთავარი აქცენტი ქალზე კეთდება. მან ისე უნდა ამოძრაოს თავისი სხეულის ნაწილები, რომ კაცს მისი დაპყრობის ანუ ცეკვის სურვილი გაუჩნდეს.

ეროვნული ბრაზილიული ცეკვები


  ცეკვის ბრაზილია - სენსორული , ფერები, მუსიკა და გართობა! ასე რომ, ნათელი, ენერგიული და პროფესიონალი შესრულება არ არის სადმე სხვაგან, რომ ნახოთ! ითვლება სიმბოლო ბრაზილიის ცეკვა ვნება, სიყვარული და ცეცხლი.აქტუალური გლობალური ტენდენციები აღნიშნა იზრდება უცხოელთა ინტერესი ვისწავლოთ რთული პა ბრაზილიის ცეკვები. მამაკაცები ოცნება დაპყრობას გულში ქალბატონი მღერის playful სამბა და ქალები - მდე გაოცება გულშემატკივართა ცეცხლგამჩენი lambada!
    ბრაზილიის სამბა სავსებით სამართლიანად ადგილზეა შორის პირველი ლათინურ ამერიკული ცეკვები. ისტორია სამბა დაიწყო 1956 წელს. ეს უწოდებენ სამხრეთ ამერიკის ვალსი, ადგილობრივი მხატვრების ასოცირებული კარნავალი რიო დე ჟანეიროში. Macarena და Lambada - subspecies, სახეობის სამბა.ბრაზილიის სამბა არის ცეკვავდა merrily, ემოციურად, ელემენტებით flirting, flirting.პარტნიორები მიიღოს სხვადასხვა მოძრაობის მენჯის, ხშირად უხამსი. თუმცა, თუ თქვენ წაშალეთ მცირე ვულგარულობა, permissiveness რომ ცეკვა, იგი დაკარგავს ყველა მნიშვნელობა აქვს. Passista - ძირითადი ნაბიჯი, მკაცრად აკონტროლებენ რიტმი მუსიკა, სასტვენები.Lambada - იყო სადღაც ჩრდილოეთ ბრაზილიაში, და უკვე 1980 - იანი წლების დასაწყისში 1990 საკუთარი გლობალური აღიარება. «Kaoma», ფრანგული ჯგუფი, რომელსაც აქვს წილი უზარმაზარი ზრდა პოპულარობა როგორც მელოდიას და Lambada ცეკვა. ცეკვის სტილის ეფუძნება გადაადგილების ინდოელებიც of the Amazon. მუსიკა ძალიან catchy, მყარი წინააღმდეგობა თვალს გართობა, რიტმული, gliding მოძრაობას მოცეკვავეები.Matchish - საყვარელი ცეკვა, რომელიც გაჩნდა რიო დე ჟანეიროში (1868). სახელი ჟღერს და პორტუგალიის ენაზე (maxixe) თანახმად, სხვა წყაროები - უკავშირდება ქალაქის Matchish (მოზამბიკის). მიაღწია მწვერვალს პოპულარობა იმ მხრივ, XIX-XX სს. შეასრულა მარტს, საბურღი ინსულტის. ახლა ხელმოწერა - 2/4. კი ასეთ მკაცრ შესაბამისობაში არ ართმევს ცეკვის მრავალი გულშემატკივარი, რომლებიც მოუწოდებენ matchish ბრაზილიის ტანგო. 1903 წელს შესწორებული და მისცა ახალი მიმართულებით ცეკვა - ჩარლზ Borel-Clerc გააკეთა ქულა ტონი.Surra დე Bunda - ყველაზე უხამსი ცეკვა აღნიშნული. გაჩნდა შედარებით ცოტა ხნის წინ, დაახლოებით 2010 წელს დაიწყო, რათა მოიპოვოს პოპულარობა.